ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.
საფრანგეთი
„პროვანს ექსმა“ საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟრმენი“ მიიღო და 24:37 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ კალანდაძემ 28:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 2 „ასისტი“ შეასრულა. სულ მიმდინარე სეზონში ნიკოლოზმა 4 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხორვატია
„ზაგრებმა“ სტუმრად „ვინკოვცი“ დიდი ანგარიშით 40:24 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ და 3 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
რუმინეთი
„ტურდამ“ სტუმრად 29:32 წააგო „ბუზაუსთან“. ირაკლი კბილაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა „ტურდას“ შემადგენლობაში – ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.
რუმინეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტა“ საკუთარ მოედანზე „ვასლუის“ შეხვდა და 34:36 წააგო. რუსტამოვმა ახალ გუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლითა და ერთი „ასისტით“ გამოიჩინა თავი.
გერმანია
ობერლიგის „ჰერმსდორფის“ შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჰქონდა გიგა ზარნაძეს. მისმა გუნდმა „ალტენბურგს“ დაძაბულ ბრძოლაში 28:25 სძლია, ზარნაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე 7 გოლია.
იმავე ლიგაში „ლუბენაუ“ „ლუდვიგსფელდერთან“ 28:29 დამარცხდა, „ლუბენაუში“ ერთი გოლი აკაკი პატაშურმა გაიტანა.
პოლონეთი
„ოსტროვია“ გასვლით მატჩში დამარცხდა – „კვიძუნთან“ – 26:31. „ოსტროვიას“ რიგებში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე 3 გოლია.
ფინეთი
გუგა უთმელიძემ 6 გოლი გაიტანა და ერთი „ასისტი“ შეასრულა ეიფ-ის შემადგელობაში, რომელმაც საკუთარ მოედანზე „გრიფკის“ 34:23 მოუგო.
ლიეტუვა
რამდენიმე დღს წინ კლაიპედის „დრაგუნასის“ მთავრ გუნდში დებიუტის შემდეგ (ერთი გოლი), საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვახტან ხარებაშვილმა დუბლიორთა პირველოიბის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა – „დრაგუნასმა“ „პიენიო ჟვაიგჟდეასი“ 29:24 დაამარცხა – ხარებაშვილმა 5 გოლი გაიტანა და ერთი გოლით ჩამორჩა თანაგუნდელ არტურას ბუდრაიტისს (6).
შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე ქართველი ლეგიონერებიდან თავი გამოიჩინეს ასევე გიორგი დიხამინჯიამ („აკურერი“, ისლანდია – 4 გოლი) და ერეკლე არსენაშვილმა („ტრემბლი“, საფრანგეთი – 2 გოლი).