ლაშა დვალი აპოელს ტოვებს? - რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველ მცველზე

3 hours ago 2

როგორც კვიპროსული Shootandgoal წერს, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ქართველი მცველი, ლაშა დვალი აპოელიდან წავიდეს, მისი ახალი კლუბი კი მალე უნდა გაირკვეს.

აპოელ-ში გატარებული სამი სეზონის შემდეგ ლაშა დვალის კარიერა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში პირველი ორი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა წელს ბევრს არ ათამაშებდნენ.


მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ​აპოელ-ში კარიერას აღარ გააგრძელებს. მისი ტრანსფერით რამდენიმე კვიპროსული კლუბია დაინტერესებული.

- წერს გამოცემა.

კიდევ ერთი გამოცემა, კერძოდ Balla წერს, რომ ქართველი მცველი არისს უახლოვდება.

სრულად წაკითხვა