ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

3 hours ago 1

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც მისი ვიდეომიმართვიდან ირკვევა, მიზეზი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც ისრაელის მოქალაქე ცოლთან ქორწინების შემდეგ მიიღო.

„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება, მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა ვმოღვაწეობ - იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელონ მოქალაქეობა“, - აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.

მისი თქმით, ის საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებს:

„მე უარი არ განიმცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე, პირიქით, ვთქვი, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა“.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა