7 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივლისში და აგვისტოს პირველ კვირაში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

4 აგვისტო – 2.6249;
5 აგვისტო – 2.6239;
6 აგვისტო – 2.6229;
7 აგვისტო – 2.6223.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0013 ლარით და 1 აშშ დოლარი 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6210 ლარი ეღირება.

ევროთან მიმართებით ლარი ივლისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან სახეზე იყო დინამიური გამყარება, თუმცა თვის ბოლოსკენ დინამიური გაუფასურებით შეიცვალა, ხოლო აგვისტოს პირველ კვირაში ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

4 აგვისტო – 3.0239;
5 აგვისტო – 3.0219
;
6 აგვისტო – 3.0260;

7 აგვისტო – 3.0264.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0052 ლარით და 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0212 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად დასტაბილური იყო, რიგ შემთხვევაში გამყარების ნიშნებით. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5216 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0549 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5852 (გამყარდა 0.0004 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5420 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1612 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2346 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8824 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7529 ლარი (გამყარდა 0.0009 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.7279 ლარი (გაუფასურდა 0.0200 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6558 ლარი (გამყარდა 0.0054 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0191 ლარი (უცვლელი დარჩა).

ივლისი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ლარის დასტაბილურებით დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ერთჯერად საგრძნობ გაუფასურებას უკვე დინამიური გამყარება მოჰყვა, რაც აგვისტოშიც გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

4 აგვისტო – 3.2852;
5 აგვისტო – 3.2557;
6 აგვისტო – 3.2340;
7 აგვისტო – 3.2281
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0257 ლარით და 8 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2024 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი