12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 13 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, მაისსა და ივნისის დასაწყისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
9 ივნისი – 2.6625;
10 ივნისი – 2.6607;
11 ივნისი – 2.6593;
12 ივნისი – 2.6586.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6577 ლარი ეღირება.
მაისის პირველი კვირა ლარის საგრძნობი რყევებით გამოირჩევა, თუმცა შემდეგ დაიწყო ლარის საგრძნობი გამყარება, რაც თვის შუა რიცხვებში მეტნაკლებ სტაბილურ ფაზაში გადავიდა, მაისის ბოლო კვირასა და ივნისის დასაწყისში უკვე სახეზე იყო რყევები, გამყარებით. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
9 ივნისი – 3.0683;
10 ივნისი – 3.0779;
11 ივნისი – 3.0723;
12 ივნისი – 3.0646.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0122 ლარით და 13 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0768 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო ლარის როგორც დასტაბილურება–გამყარება, ასევე, გაუფასურებაც და რყევებიც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 13 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5658 ლარი (გაუფასურდა 0.0144 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0574 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5930 (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5636 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2097 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3401 ლარი (გაუფასურდა 0.0160 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9299 ლარი (გაუფასურდა 0.0076 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7943 ლარი (გაუფასურდა 0.0179 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.1142 ლარი (გაუფასურდა 0.1482 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6600 ლარი (გაუფასურდა 0.0039 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0193 ლარი (უცვლელად დარჩა)
მაისი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, თვის შუა რიცხვებამდე ლარის გაუფასურებით მიმდინარეობდა, შემდეგ მეტნაკლებად დასტაბილურდა, და ივნისში კი რყევები დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
9 ივნისი – 3.6325;
10 ივნისი – 3.711;
11 ივნისი – 3.6969;
12 ივნისი – 3.6919.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0227 ლარით და 13 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.6692 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

5 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·