ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 06.06-08.06 მაისის პერიოდისთვის

11 hours ago 2

5 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 6 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, მაისსა და ივნისის დასაწყისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

2 ივნისი – 2.6673;
3 ივნისი – 2.6660;
4 ივნისი – 2.6653;
5 ივნისი – 2.6647.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6638 ლარი ეღირება.

მაისის პირველი კვირა ლარის საგრძნობი რყევებით გამოირჩევა, თუმცა შემდეგ დაიწყო ლარის საგრძნობი გამყარება, რაც თვის შუა რიცხვებში მეტნაკლებ სტაბილურ ფაზაში გადავიდა, მაისის ბოლო კვირასა და ივნისის დასაწყისში უკვე სახეზე იყო რყევები. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

2 ივნისი – 3.1071;
3 ივნისი –
3.1043;
4 ივნისი – 3.0960;
5 ივნისი – 3.0996.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0016 ლარით და 6 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1012 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო ლარის როგორც დასტაბილურებაგამყარება, ასევე, დინამიური გაუფასურებაც და რყევებიც. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 6 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5900 ლარი (გაუფასურდა 0.0081 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0578 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6004 (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5672 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2239 ლარი (გამყარდა 0.0048 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3830 ლარი (გაუფასურდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9367 ლარი (გაუფასურდა 0.0033 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8057 ლარი (გაუფასურდა 0.0240 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.1896 ლარი (გამყარდა 0.0318 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6657 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0194 ლარი (უცვლელად დარჩა)

მაისი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, თვის შუა რიცხვებამდე ლარის გაუფასურებით მიმდინარეობდა, შემდეგ მერნაკლებად დასტაბილურდა, და ისევ ბოლო ვაჭრობამდე გამყარდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

2 ივნისი – 3.7161;
3 ივნისი – 3.6659;
4 ივნისი – 3.6337;
5 ივნისი – 3.5985
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
რამდენიმე დღიანი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0321 ლარით და 6 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.6306 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა