ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 27-29 სექტემბრის პერიოდისთვის

1 week ago 11

26 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 27 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

სექტემბერი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობით დაიწყო, თუმცა თვის შუა პერიოდში სახეზე იყო სერიოზული გაუფასურების დინამიკა, რაც ბოლო ვაჭრობებზე რადიკალურად შეიცვალა და მოხდა ლარის გამყარებადასტაბილურება:

აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი აგვისტოს შუა თვეში დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები, თუმცა შემდეგ მეტნაკლები სტაბილურობისა და გამყარების ნიშნები გამოიკვეთა, რაც მცირე რყევებით სექტემბერშიც გაგრძელდა, შემდეგ, თვის შუა რიცხვებიდან, გარკვეული პერიოდი სახეზე იყო ლარის სერიოზული გაუფასურება, თუმცა ბოლო ბოლო კვირაში მოხდა ლარის გამყარებადასტაბილურება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

23 სექტემბერი – 2.7258;
24 სექტემბერი – 2.7141;
25 სექტემბერი – 2.7110;
26 სექტემბერი – 2.7113.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0036 ლარით  და 1 აშშ დოლარი 27 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7077 ლარი ეღირება.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

23 სექტემბერი – 3.2099;
24 სექტემბერი – 3.2007;
25 სექტემბერი – 3.1860;
26 სექტემბერი – 3.1863
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0270 ლარით და 27 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1593 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც ბოლო ვაჭრობაზე კი ლარი გამყარდა უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 27 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6151 ლარი (გამყარდა 0.0324 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0651 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6529 (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5922 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0605 ლარი (გამყარდა 0.0173 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3838 ლარი (გამყარდა 0.0254 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7944 ლარი (გამყარდა 0.0121 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0521 ლარი (გამყარდა 0.0056 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0366 ლარი (გამყარდა 0.0731 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8065 ლარი (გამყარდა 0.0163 ლარით).

სექტემბრის პირველ ნახევარში სახეზე იყო ლარის დასტაბილურება რუსულ რუბლთან მიმართებაშიც და გარკვეული პერიოდი გამყარდა, თუმცა შუა თვეში ჯერ გაუფასურდა მერე დასტაბილურდა,რაც დღემდე გრძელდება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

23 სექტემბერი – 3.2639;
24 სექტემბერი – 3.2404;
25 სექტემბერი – 3.2330;
26 სექტემბერი – 3.2429
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0053 ლარით და 27 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2376 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა