ლამინე იამალი ოქროს ბურთის დაჯილდოებისთვის განსაკუთრებულად ემზადება

1 week ago 13

„ბარსელონას“ 18 წლის ტალანტი, ლამინე იამალი, ისტორიული საღამოსთვის განსაკუთრებულად ემზადება. ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი პარიზში, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე, საკუთარ ოჯახთან და ახლო ადამიანებთან ერთად გაემგზავრება. საერთო ჯამში, იამალს ღონისძიებაზე 20 ადამიანი ახლავს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიის გათვლებით, მთავარი ფავორიტი ტიტულისთვის „პსჟ-ის" ფრანგი ვარსკვლავი უსმან დემბელეა, იამალი ოპტიმიზმს არ კარგავს და გამარჯვების შემთხვევაში პარიზში დიდ წვეულებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ როგორც თავად ფეხბურთელი, ასევე მისი ოჯახი, საღამოსთვის სრულად „Dolce & Gabbana-თი" იქნებიან შემოსილნი.

ოქროს ბურთის დაჯილდოვება ხვალ, 22 სექტემბერს შედგება. წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გულშემატკივრებისთვისაც — ნომინანტთა შორის „პსჟ-ის“ ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც საღამოს "მარსელთან" თამაშის გამო ვერ დაესწრება.

სრულად წაკითხვა