,,ლა­ვა­ს­ოღ­ლის” და ცნობილი ბათუმელი მოდელის წვეულება რომის მდიდრულ სასტუმროში – 230 000 დოლარიანი სამკაულით წარმოდგენილი ნინიკო ნაცარაშვილი და ფოტოები იტალიიდან

2 months ago 38

23 თე­ბერ­ვალს, იტა­ლი­ის დე­და­ქალ რომ­ში მდე­ბა­რე მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში ბა­თუ­მელ­მა მო­დელ­მა, ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვილ­მა წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო. The St. Regis Rome 1894 წლი­დან მას­პინ­ძლობს სტუმ­რებს.

სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა ელე­გან­ტუ­რი დი­ზა­ი­ნი­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ის ასე­ვე შე­დის “50 Best Discovery”-ს სი­ა­ში, რაც ხაზს უს­ვამს მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­სა და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ­ში ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ად­გილ­ზე მე­უღ­ე ­დახ­ვდა.

მდიდ­რუ­ლი ვახ­შა­მი სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­შია გაშ­ლი­ლი, ფო­ტო­ებ­ზე, ნი­ნი­კო, მინ­დია გო­რა­ძე, ნი­ნი­კოს ძმა და მე­გობ­რე­ბი ჩა­ნან.

მოდელს მარ­ცხე­ნა ხე­ლ­ზე Ruby Queen-ს ბე­ჭე­დი უკე­თია, ALO Diamonds-ის კო­ლექ­ცი­ი­დან. 18 კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს ფასი, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტე­ბით არის გა­წყო­ბი­ლი 236 340 დო­ლა­რი ღირს.

ლა­ვა­ს­ოღ­ლის კი მა­ჯა­ზე 2020 Rolex Daytona – ეს მო­დე­ლი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და პო­პუ­ლა­რულ სა­ათს Rolex-ის კო­ლექ­ცი­ი­დან და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 46 200 დო­ლა­რია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი” მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე “ლა­ვა­ს­ოღ­ლი” გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს “ლა­ვა­ს­ოღ­ლის” ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

­

პირ­ვე­ლად ლა­ვა­ს­ოღ­ლის­თან ერ­თად ნა­ცა­რიშ­ვი­ლი ორი თვის წინ გა­მოჩ­ნდა. გო­გო­ნამ მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ “ლა­ვა­ს­ოღ­ლია”, და­დას­ტურ­და. “ლა­ვა­ს­ოღ­ლი” ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა