კრიპტოპლატფორმა Celsius Network-ის დამფუძნებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10 hours ago 2

კრიპტოვალუტის სესხების პლატფორმა Celsius Network-ის დამფუძნებელს და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრ მაშინსკის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „უკიდურესად სერიოზული“ დანაშაულების გამო, რამაც მას საშუალება მისცა 45 მილიონ დოლარზე მეტი მიეღო, ხოლო მისმა ზოგიერთმა მომხმარებელმა ყველაფერი დაკარგა და მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი განიცადა.

პროკურორმა მას მტაცებელი უწოდა, რომელიც დაუცველი მომხმარებლების „იმედით სარგებლობდა“ და ატყუებდა, რომ ფულს უსაფრთხო ინვესტიციებში აბანდებდა.

Celsius-მა თავი გაკოტრებულად 2022 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცნობები, რომ ათასობით მომხმარებლის მიერ ჩადებული 20 მილიარდამდე დოლარით მიშინსკიმ სარისკო ფინანსური ფსონები გააკეთა. Celsius თავს თანამედროვე ბანკად წარმოაჩენდა, სადაც მომხმარებელი კრიპტოაქტივებით პროცენტის მიიღებდნენ.

დაცვის მხარემ Celsius-ის კრახი 2022 წლის მაისსა და ივნისში კრიპტოვალუტის ბაზრების „კატასტროფულ ვარდნას“ დააბრალა და სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნა, რომ მაშინსკის „მოქმედებები არასდროს ყოფილა მტაცებლური ან ექსპლუატაციური. ის არასდროს მოქმედებდა ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვით“. თუმცა, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ მაშინსკი შეგნებულად ატყუებდა მომხმარებლებს და აზვიადებდა Celsius-ის ფინანსურ შესაძლებლობებს.

სრულად წაკითხვა