კრემლს საზენიტო ტყვიამფრქვევები იცავენ – უკრაინული დრონები წუხელ მოსკოვს უტევდნენ

1 month ago 29

რუსეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ უკრაინელები წუხელ დრონებით უტევდნენ სხვადასხვა ქალაქებსა და ოლქებს, მათ შორის, დედაქალაქსაც.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდნენ.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს : ბრიანსკის, ტულის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, ვორონეჟის, ორენბურგის, ტამბოვის, ბელგოროდის, ლიპეცკისა და სამარის ოლქებში.

სრულად წაკითხვა