კოპა დელ რეის ფინალში ელ კლასიკო გაიმართება

1 month ago 26

ესპანეთის კოპა დელ რეის 2024/2025 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა შეხვდებიან.

ნახევარფინალურ სტადიაზე ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკო ჯამურად 5:4 დაამარცხა, რეალმა კი ანალოგიური ანგარიშით რეალ სოსიედადს მოუგო.

სხვათა შორის, ელ კლასიკო კოპა დელ რეიზე ბოლო 11 წელია უკვე აღარ გვინახავს. ბოლოს მათ ერთმანეთში ფინალი ითამაშეს, რომელიც რეალმა 2:1 იმარჯვა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფინალური შეხვედრა 26 აპრილს, სევილიაში გაიმართება.

სრულად წაკითხვა