"კონტე მეომარია, მან ხვიჩას გარეშეც კი მოახერხა ამის გაკეთება" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

1 month ago 25

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი, დანიელე ადანი ანტონიო კონტეს დიდი გულშემატკივარია, რაც მის გაკეთებულ კომენტარშიც იკითხება.

ჩემთვის კონტე ნამდვილი მებრძოლი და მეომარია. მან გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც კი შეძლო და ნაპოლის ჩემპიონობისთვის რბოლაში ტოვებს. ეს კაცი თავიდან ბოლომდე ნაპოლიზეა ორიენტირებული და მიუხედავად იმისა, რომ ახალმა პროექტმა ბევრი სირთულე მოიტანა, ის ყველაფერს თავს მაინც წარმატებით ართმევს.

- ამბობს დანიელე ადანი.

30 ტურის გასვლის შემდეგ სერია A-ს ახლა ინტერი 67 ქულით ლიდერობს, ნაპოლი კი მეორე ადგილზე 64 ქულით იმყოფება.

სრულად წაკითხვა