კონსტანტინე მორგოშია გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფს ქმნის

3 hours ago 1

წაკითხვა: 2

პარტია “კონსერვატორები საქართველოსთვის” დამფუნებელი კონსტაnტინე მორგოშია, გორში, სტალინის ძეგლის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:

“სანამ სტალინის ძეგლი არ დაუბრუნდება თავის ადგილს, მანამდე საქართველოს არაფერი ეშველება!!!

ჩემი ინიციატივით იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გორში უდიდესი ქართველის სტალინის ძეგლის აღდგენაზე და თავის ადგილზე დაბრუნებაზე იმუშავებს!!! ამ ჯგუფის ირგვლივ უამრავი თანამოაზრეა, რომლებთანაც საუბარი უკვე დაწყებული გვაქვს და რომლებთან ერთადაც ამ საკითხზე უკვე მზადდება წერილი, რომელიც თვის ბოლომდე შევა გორის მუნიციპალიტეტის მერია-საკრებულოში და ასევე მიემართება ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასაც!!!

მანამ, სანამ გორის წყალკანალის ეზოში შეურაცხყოფილად დევს უდიდესი ქართველის ძეგლი, პატრიოტიზმზე საუბარი და გულზე მჯიღის რტყმა მეტი არაფერია, თუ არა შირმა და პოპულიზმი!!!

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნის გამყიდველ ლიბერალებს უნდა მივუჩინოთ ადგილი და ამათი პატრონების წელში გადამმტვრეველის და მსოფლიოს გადამრჩენელის ძეგლი უნდა აღვადგინოთ!!! ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!!!

ძეგლის აღსადგენად და ადგილზე დასაბრუნებლად საჭირო ფინანსები თითქმის მოძიებულია, ამისთვის ნამდვილად არ შევაწუხებთ სახელმწიფოს!!! ერთადერთი რასაც მთავრობისგან მოველით, გონიერების გამოვლინება და ხელის არშეშლაა”- წერს მორგოშია.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა