“კომუნისტებმა 9 აპრილს მოწამლულებისთვის უცხოელი სპეციალისტებიც კი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ სამკურნალოდ‼️ ახლა კი რა ნივთიერება გამოიყენეს დარბევის დროს იმასაც არ გვეუბნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები‼️“, – ასე ეხმაურება საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი მანანა ჯებაშვილი BBC-ს სიუჟეტში გასული სკანდალური ინფორმაციის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს და ასევე მიმართავს ცალკეულ კოლეგა ექიმების, ვინც უნდობლობა გამოუცხადა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტირ გამოძიებას:
“აუცილებელი იყო ადამიანებზე მზრუნველობა, ვინაიდან ეს ადამიანები იყვნენ მოწამლულები და კომუნისტებმაც კი უფრო მეტად იზრუნეს 9 აპრილს მოწამლულებზე, ვიდრე ახლანდელმა ხელისუფლებამ.
მინდა მივმართო საქართველოს ექიმთა საზოგადოებასაც: მეგობრებო ექიმობა ისეთი პროფესიაა, მინდა, ძალიან ფრთხილად გაკეთდეს განცხადებები ამ თემაზე, ვინაიდან მერე თვითონ ექიმები არ ჩავარდნენ იმ მდგომარეობაში, რომ მათ შერცხვეთ, ვინაიდან სიმართლე მაინც გაირკვევა და არ დაკარგონ ნდობა პაციენტებში.
ამ მიმართავს არც გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენ ისევ მათ იმიჯზე და ავტორიტეტზე ვზრუნავთ“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·