“კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და რადიკალები ყველაფერზე ხელის მომწერები არიან” – დავით მათიკაშვილი

2 weeks ago 14

პარლამენტის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ეხმაურება სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეც-ოპერაციებს და დაკავებებს, მათ შორის, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რასაც თუნდაც ირიბად უკავშირებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მიაჩნია, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები:

კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და რადიკალები ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ეს არის ფაქტი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან და ესმით, ნებისმიერი სხვა ლეგალური გზა, ხელისუფლება უკან დაიბრუნონ და რევანში მოახდინონ, ელემენტარულად არ არსებობს. მათ საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ.

პოტენციურა, ისინი ყველაფრის გამკეთებლები არიან, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა გამოიკვეთება გამოძიებით, მოგვიანებით თავად სამართალდამცველები მოგვახსენებენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სრულად წაკითხვა