“კობახიძის პოზიციები სუსტდება” – გედავან ფოფხაძე

11 hours ago 12

38

ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილი ლიდერი, გედევან ფოფხაძე “პირველებთან” იხსენებს მამუკა მდინარაძის ზარს, რომელიც “ოცნების” ყოფილი ლიდერის მტკიცებით, მის მობილურზე მას შემდეგ განახორციელა, რაც მოსამართლეთა თემაზე, პარტიის ლიდერების ნაწილი ვანო ზარდიაშვილს ღიად დაუპირისპირდა.

“მდინარაძე უკვე ვერავის დაიცავს, თვითონ დასაცავია. “იმერული ესკიზები” რომ გავიხსენოთ: “შენ ვის უნდა უჯიკო, თვითონ საჯიკებელი ხარო”. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემო არ არის. ერთ კაცს რაღაც ეწყინება, ვიღაც მობეზრდება და იწყება ამ ხალხისგან პოლიტიკური ველის გაწმენდა. ამ ადამინებისთვის ივანიშვილი უბრალოდ “მეწველი ძროხაა”, რომელსაც თუ რძე გაუთავდება, ჩვეულებრივად დაკლავენ.

მათ [მდინარაძე-ზარდიაშვილს] ნათესაური ურთიერთობა აქვთ, გარდა ამისა, ისინი ყოველთვის ერთ ბმაში განიხილებოდნენ. როცა იყო კონფლიქტი ჩვენსა და ზარდიაშვილს შორის, მდინარძე მას აქტიურად უჭერდა მხარს. მამუკა ყველა ეტაპზე მხარდაჭერას უცხადებდა და  ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი სადაც [ითქვა] იმას [ზარდიაშვილს] რომ უპირისპირდებით მეც [მდინარაძე] მიპირისპირდებითო. რაღაცნაირად გამოესარჩლა მაშინ თავის პროტეჟეს. ბუნებრივია, ეს ორი ადამიანი ერთად უნდა განვიხილოთ. ეს ცვლილებები კობახიძისთვისა უხერხულია, მიუხედავად იმისა, რომ  მას არავის მიმართ არ აქვს სენტიმენტები, ვერ გეტყვით, რომ შესაძლოა, ბალიშში თავი ჩარგოს და იტიროს ზარდიაშვილ-მდინარაძის გამო, მაგრამ  ეს მისი პოზიციების შესუსტებას რაღაც დონეზე გამოიწვევს”- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

სრულად წაკითხვა