“კობახიძემ უნდა თქვას, რა გამოიყენეს და მერე ეს უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ” – შოთა უტიაშვილი

1 day ago 7

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი შოთა უტიაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რუსეთთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში პარალელს ავლებს და შედარებას ახდენს საქართველოსთან მიმართებაში, პროპაგანდის კუთხით:

როდესაც რუსებმა შეცდომით დონბასის თავზე მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს და ბავშვები დახოცეს, კრემლს ძალიან გაუჭირდა თავის გასამართლებლად რამე აზრიანი ვერსიის მოფოქრება და საინტერესო ხერხს მიმართა. პროპაგანდამ ერთი ოფიციალურის ნაცვლად გაავრცელა ათობით ნახევრადოფიციალური ვერსია, რომ თითქოს ნატომ ჩამოაგდო; უკრაინელებმა ჩამოაგდეს; მკვდარი ბავშვები მერე ჩააწყეს და ა.შ.

ახლა “ოცნებაც” იგივეს აკეთებს. საერთოდ არ გვქონია ეს იარაღი; გვქონდა, მაგრამ არ გვიხმარია, მერაბიშვილის ნაყიდია, არ ვიცით, რა ვიხმარეთ, ხვალ გამოვიძიებთ, ბიბისი დიპსტეიტის აგენტია და ა.შ.

სინამდვილეში, ახლა რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ კობახიძემ უნდა თქვას, რა გამოიყენეს და მერე ეს უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ“, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

სრულად წაკითხვა