
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისიის მოწვევა საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად „ზედმეტი“ იქნებოდა.
„ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18 ივნისს.
კობახიძის თქმით, ზოგადად არ არსებობს პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. „გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, იქიდან გამომდინარე, ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემასთან“, – აღნიშნა მან. „სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა“.
This post is also available in: English
Read Next
13/06/2025 - 17:36
კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები უნგრეთს ესტუმრნენ
29/05/2025 - 12:05
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
28/05/2025 - 12:20
კობახიძემ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი დანიშნა
27/05/2025 - 13:35
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტო: „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში გავლენის გაზრდის საშუალება მისცა
17/05/2025 - 16:15
კობახიძე ალბანეთში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს დაესწრო და შეხვედრები გამართა
15/05/2025 - 17:25