კილიან მბაპემ რეალის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

4 hours ago 1

მადრიდის რეალის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ამავე კლუბის სადებიუტო სეზონში გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

ფრანგ შემტევს არ გასჭირვებია რუდ ვან ნისტელროისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამოტოვება, რომლებმაც რეალის პირველ სეზონში 33-33 გოლი გაიტანეს.

მბაპესთვის მთავარი მიზანი ივან სამორანოს ჩამოტოვება გახლდათ, რომელიც 37 გოლით პირველ ადგილს იკავებდა, მბაპეს კი ახლა 39 ბურთი აქვს გატანილი, რაც რეალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია!

სრულად წაკითხვა