L'Equipe-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ თავის ყოფილ კლუბს, პსჟ-ს, სასამართლოში უჩივლებს.
ფეხბურთელი პარიზულ გუნდს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და კონტრაქტის იძულებით გაფორმების მცდელობაში ადანაშაულებს — 2023 წელს, როცა პირველი გუნდის ვარჯიშებიდან ჩამოაშორეს.
მბაპემ სარჩელი მაისში შეიტანა, განხილვა კი 24 ივნისს დაიწყო. მბაპესა და პსჟ-ს შორის სასამართლო დავა პირველი არ არის — ფინანსური დავალიანებების გამო, მათ შორის უკვე მიმდინარეობს განხილვები.