კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს დანა უაითი

2 months ago 4

ლევან ჩოხელმა Phoenix FC-ის ქვესაშუალო წონაში ტიტული მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი ალექსანდრე გონსალვესი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და დაპირისპირებაში სრული კონტროლი თავიდანვე მოიპოვა.

ტექნიკური უპირატესობა აშკარა იყო – ჩოხელის ზუსტი დარტყმები და სტრატეგიული მოძრაობები მეტოქეს ფაქტობრივად არ აძლევდა შანსს. ბრძოლა მხოლოდ ბრაზილიელის გამძლეობით გახანგრძლივდა, თუმცა ქართველის დომინაცია კითხვებს არ ტოვებდა.

მატჩის შემდეგ ინტერვიუში ჩოხელმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი UFC-ის ოქტაგონი უნდა იყოს:

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – ქართველი გულშემატკივრებისთვის და ჩემი გუნდისთვის, ახლა მიზანი გაცილებით მაღალია – მინდა, ჩემი შემდეგი ბრძოლა UFC-ში შედგეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩოხელმა თავადვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ UFC-სთან მოლაპარაკებებს მართავდა და მხოლოდ გამარჯვების სერია აშორებდა ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციამდე.

სრულად წაკითხვა