Studio Monitori's logo; Photo: Monitori/Facebookთბილისში დაფუძნებული საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცემის, სტუდია „მონიტორის“ „ფეისბუქის“ გვერდი 3 აგვისტოს დილით დროებით გაითიშა და რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს 8 საათზე აღდგა.
გამოცემის თანახმად, მის გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ბოლო თვეებში არაერთ მსგავს მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელთა მიზანიც „მონიტორის“ საგამოძიებო რეპორტაჟების და მისი სოციალური მედიის გვერდებისა და არხების, მათ შორის „ფეისბუქის“, YouTube-ისა და TikTok-ის, დაბლოკვა იყო.
„მონიტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული კიბერთავდასხმების სერია დაახლოებით ერთი თვეა“, – განუცხადა „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ „პუბლიკას“ 3 აგვისტოს. მისი თქმით, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიიღეს ე.წ. ფიშინგის იმეილები და რომ გამოცემის საგამოძიებო და სოციალური მედიაარხები კოორდინირებული კამპანიების სამიზნე გახდა, რომელთა მიზანიც მათი დაბლოკვა იყო.
This post is also available in:
Read Next
13/02/2020 - 19:50
საია: აბაზოვის საქმეზე გადაწყვეტილებები „საეჭვო და დაუსაბუთებელია“
12/02/2020 - 19:11
სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა
13/02/2019 - 14:37
მარნეულის მერი საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს
14/12/2018 - 13:38
მარნეულის ყოფილი მერი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
13/06/2018 - 16:02

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·