კვლავ დაპირისპირება იყო კალაძის შტაბთან - პოლიცია მოძალადეებს არ აკავებს, არიან ნაცემი მოქალაქეები

3 weeks ago 7

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც თბილისის მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბია განთავსებული, კვლავ დაპირისპირებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ საპროტესტო მარშს კალაძის შტაბთან თავს დაესხნენ ოცნების მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი შტაბში იყო გამაგრებული და პოლიციის კორდონს მიღმა აყენებდა შეურაცხყოფას მოქალაქეებს, ნაწილი კი ავტომობილებით მივიდნენ და რკინის ჯოხებით გაუსწორდნენ დემონსტრანტებს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის და თვითმხილველების ცნობით, ადგილზე არიან დაშავებულები, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით.

"პუბლიკის" ჟურნალისტს, რომელიც მოვლენებს აშუქებდა, კალაძის შტაბიდან გამოსულმა ერთ-ერთმა კაცმა წაართვა ტელეფონი.

პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. მოქალაქეები ითხოვენ დაშავებულებისთვის სასწრაფოს გამოძახებას. ნაცემებს შორის არის უნგრელი აქტივისტი, ლასლო რობერტ მეზეში.

საღამოს 9-ის ნახევრისთვის მელიქიშვილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

კალაძის შტაბი გახსნის დღესვე მოინიშნა, როგორც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების ახალი კერა. ამ დღეს საზეიმო ღონისძიებამ, რომელმაც, სულ რამდენიმე წუთს გასტანა, ხალხის მიერ მოწყობილი სირცხვილის კორიდორის და პოლიციის ცოცხალი ჯაჭვების ფონზე ჩაიარა.

სრულად წაკითხვა