კვარაცხელიას პარიზში ახალი მეტსახელი შეარქვეს

2 weeks ago 14

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტა“ დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კვარაცხელია დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა კვლავ დაამტკიცა, რომ შეუძლია გადამწყვეტ მომენტებში გუნდის ლიდერობა.

ფრანგულმა ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა განსაკუთრებული ყურადღება მის „შოუს“ დაუთმო და სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტიც გამოაქვეყნა. თანდართულ ფოტოსთვის კვარაცხელიას ახალი მეტსახელი შეურჩიეს — „პარიზის პრინცი“.

სრულად წაკითხვა