კვარაცხელია პსჟ-ს დღევანდელ მატჩსაც გამოტოვებს - 6 დღეში სანაკრებო მატჩებია

12 hours ago 1

ხვიჩა კვარაცხელია ბარძაყის დაზიანების გამო, ლილთან გასამართ დღევანდელ მატჩსაც გამოტოვებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"ჩვენი ინფორმაციით, ბოლო 2 გამოტოვებული მატჩს მიუხედავად, ჩვენი 7-იანი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება.

ამ მომენტამდე ფეხბურთელი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს, თუმცა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლისთვის პსჟ-ს ვარსკვლავი ხელმისაწვდომი იქნება.

ხვიჩასთვის საქართველოს ნაკრები ყოველთვის TOP პრიორიტეტი იყო და არის, ამიტომ მისი ნაკრებში არჩამოსვლის საკითხი დღის წესრიგში პსჟ-სთან არასდროს დამდგარა, კლუბში კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ხვიჩა კვარაცხელიასთვის საქართველოს ნაკრებში თამაში

", - წერს Geo Team.

სრულად წაკითხვა