"კვარასთან ერთად სკუდეტოს გატუზოც მოიგებდა" - იტალიაში სპალეტის არ ინდობენ

3 weeks ago 10

La Repubblica-ს ცნობილი ჟურნალისტი, ანტონიო კორბო ლუჩანო სპალეტის დაუნდობლად აკრიტიკებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იტალიის ეროვნული ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

კორბოს თქმით, სპალეტის ნეაპოლური მიღწევაც კი ბევრს არაფერს ამბობს. მისი აზრით, სკუდეტოს ჯენარო გატუზოც მოიგებდა, თუ მას გუნდში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ეყოლებოდა:

რატომ მოიგო სპალეტიმ სერია A? იმიტომ, რომ დე ლაურენტისმა დიდებულად იმუშავა და გუნდში ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი მოიყვანა. ჯენარო გატუზოს ასეთი შემადგენლობა რომ ჰყოლოდა, სკუდეტოს მოგებისთვის ისიც იბრძოლებდა.

- თქვა კორბომ.

ჯენარო გატუზო ახლა იტალიის ნაკრების მწვრთნელია და როგორც ჩანს, მას კორბოსგან დიდი მხარდაჭერა აქვს, რომელიც ლუჩანო სპალეტის დიდი კრიტიკოსი ყოფილა.

სრულად წაკითხვა