კვარას რეიტინგის ზრდას ელოდნენ - როგორია ქართველის შეფასება ახალ სიმულატორში?

3 weeks ago 16

ცოტა ხნის წინ, EA Sports-მა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეოთამაშის — FC 26-ის — ოფიციალური რეიტინგები გაასაჯაროვა. სიაში საუკეთესო 100 ფეხბურთელია შესული, მათ შორის კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და "პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია.

24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა რეიტინგში 87 ქულა მიიღო და საერთო ჩამონათვალში 45-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება საერთო რეიტინგს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 91 ქულით მოჰამედ სალაჰს მიენიჭა, რომელიც ახალი ნაწილის მთავარი ვარსკვლავი გახდა.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან EA Sports-ის ყოველწლიური სერია არა მხოლოდ გასართობი კონტენტია, არამედ გარკვეული საფეხბურთო „ინდიკატორიც“. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას მოხვედრა მსოფლიოს საუკეთესო 100 ფეხბურთელს შორის, მისი კარიერისა და სტატუსის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

ახალი სათამაშო სიმულატორი ოფიციალურად 26 სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში და როგორც მოსალოდნელია, უკვე პირველივე დღეებში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტული თამაში მსოფლიო მასშტაბით.

სრულად წაკითხვა