https://cdn.ge.betsson.sport/a82cf42f-768a-430b-ae61-ca3469264d54.jpg
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა 4:0 გაანადგურა ლიონელ მესის ინტერ მაიამი. ლუის ენრიკემ ამჯერად, ქართველი გარემარბი თავიდან ბოლომდე დატოვა მოედანზე მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი უკვე შესვენებამდე გადაწყდა. ხვიჩას ამ მუნდიალზე მეორე მატჩი ჰქონდა საგოლე ქმედების გარეშე (ისე, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია), თუმცა მას ცუდი შეფასება ნამდვილად არ დაუმსახურებია.
ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკული გუნდის კარში სამჯერ დაარტყა (1 ზუსტი), მის ანგარიშზე 1 მნიშვნელოვანი პასია, მისი პასების სიზუსტე ძალიან მაღალი იყო - 96/3%. 3 წარმატებული დრიბლინგი კი გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია, ხვიჩას წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. დაცვაში მის ანგარიშზე ორი წარმატებული ვარდნაა.
მოკლედ, საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, თუმცა 7.50 დაიმსახურა, რაც მატჩში მე-6 შედეგია და ბევრად უკეთესია, ვიდრე ინტერ მაიამიდან საუკეთესო მაჩვენებელი - ბუნებრივია, მესის ეკუთვნოდა - 6.70. აღსანიშნავია, რომ ლეო საუკეთესო იყო თავის გუნდში წარმატებული დრიბლინგებით - 2.
პსჟ მეოთხეფინალშია, სადაც მისი მეტოქე ჯერ არ გარკვეულა - ბრაზილიური ფლამენგოსა და მიუნხენის ბაიერნის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.