“კეთილ ნებას გამოვიჩენთ და დავეხმარებით გარკვეული ფორმით” – მერიის “კეთილი ნება” და ბორჯომის ბაზრის დაზარალებულები

1 week ago 9

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.

“ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე- მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს.” – აცხადებს მერია.

“ფეხსაცმელი დაიწვა და ყუთი არა?” – ვინ და როდის გაქურდა ბაზრობა? – “ჩვენი ცოდვით ეს მთავრობა ვერ გაიხარებს”

სრულად წაკითხვა