,,კახელმა მეგრელი ცოლი მივიყვანე სახლში, მისთვის საჩუქრის საყიდლად წავედი, როდესაც დავბრუნდი პაპაჩემი შიშისგან ხეზე დამხვდა ასული…”

6 days ago 9

კახელმა მეგრელი ყოჩაღი ქალი ითხოვა. პატარძალი დატრიალდა სახლში და სულ ყველაფერი დააპწკრიალა, რომ იტყვიან, ქანცი გააგდებინა.

ჯერი ფანჯრებზე მიდგა– შესაღებია ჩარჩოები, მარა ფუნჯი ვერ იპოვა ვერსად. ღამე მოხუც პაპას წვერ-ულვაში გაკრიჭა, გააკეთა ფუნჯი და ისიც შეღება.

სახლში გადაწყვიტეს, პატივი ვცეთ ჩვენ დაუღალავ რძალსო და ვუყიდოთ რამეო.

ქალაქში წამოვიდნენ. სახლში რო დაბრუნდნენ, ხედავენ, პაპა კაკლის წვერზეა ასული.

ბიჭი შესძახის:

– რას აკეთებ მანდა, კაცო, ჩამოდი არ ჩამოვარდეო.

პაპა პასუხობს:

– ჩვენ რძალმა ტორტის კეთება დაიწყოო.

– მერე?

– მერე და კვერცხი არ არის სახლში, მე თქვენი დედაო!!!

სრულად წაკითხვა