კახეთში 74 წლის კაცმა 21 წლით უმცროსი ცოლი მოკლა - შსს

3 days ago 18

კახეთში 74 წლის კაცმა 53 წლის მეუღლე მოკლა.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, მკვლელობა მოჰყვა მათს საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას.

შსს წერს, რომ მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა - მან ქალს გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

„ამოღებულია“ დანაშაულის იარაღი. ქმარი - დაკავებული.

მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ
განზრახ მკვლელობის მუხლით.

სრულად წაკითხვა