კახა კუკავა: მთავრობა ბაჩიაშვილს ექცევა, როგორც მხედრიონი ექცეოდა გატაცებულ მძევლებს

4 days ago 8

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასე მხედრიონი და კრიმინალური სამყაროც კი არ იქცეოდა.

“რაც ახლა ხდება ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში, რომ აღუძრეს საქმე მის დედას, ეს არის არა მარტო კანონმდებლობის მოთხოვნილების უხეში დარღვევა, ეს არის ელემენტალურად ადამიანური, მორალური  სტანდარტების ფეხქვეშ გათელვა იმიტომ, რომ მხედრიონი და კრიმინალური სამყაროც კი, რომელიც ფულის გამოძალვის მიზნით ოჯახის წევრებს იტაცებდნენ ხოლმე, მათაც კი ჰქონდათ რაღაც დაუწერელი კანონი, რომ მაგალითად, არ ეხებოდნენ ქალ, ხანდახან, ზოგიერთი დამნაშავე მაინც, არ ეხებოდნენ, არ ეხებოდნენ ასაკოვან ადამიანებს. ახლა სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს ბაჩიაშვილის დედას იმ მიზნით, რომ ბაჩიაშვილს გადაახდევინონ თანხა. 

ეს არის ისეთი ტიპის ამორალური ქმედება, რომელზეც კობახიძესაც, ყველას ვინც ამ დავალებას ასრულებს პასუხისგება მოუწევს. მით უფრო ყველა ძალიან კარგად ვხვდებით რატომ აკეთებენ ამას, რომ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისგან მიიღონ შექება, ამის გამო ჩადიან იურიდიულ და ადამიანურ დანაშაულს,” – განაცხადა კახა კუკავამ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა “ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო”.

აღსანიშნავია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.

სრულად წაკითხვა