კაცი, რომელიც გერმანიის ელჩს თავს დაესხა “სახალხო-პატრიოტული კავშირი-რუსეთი ჩემი მეზობელიას” წევრია

2 months ago 13

ტვ პირველის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ბათუმში გერმანიის ელჩს თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა, ვალერიანე ქოჩიაშვილია.

61 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა, მათ შორის არის ორგანიზაცია “სახალხო-პატრიოტული კავშირი-რუსეთი ჩემი მეზობელიას” წევრი.

ვალერიანე ქოჩიაშვილი   შპს ასეტრინა 2025- ის მფლობელია, ის კიდევ 10 კომპანიას მფლობს ან ხელმძღვანელობს:

  •  “ასეტრინა 2025”,
  • “ვ.ვ.დ მირ გრუპი”,
  • “დაიმენდ როუზი”,
  • “გოლდ ქავიარი”,
  • “ჯორჯ ოილი”

ცნობისთვის, 18 მაისს, ბათუმში, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს თავს დაესხა.

მომხდარიდან მალევე პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის რესტორანში გინების ფაქტს ადასტურებდა.

სრულად წაკითხვა