კასპში კაცმა ყოფილ ცოლს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კაცი შემთხევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109 მუხლის "კ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალი მკურნალობის მიზნით სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.