კასპის მერიის 892 110-ლარიანი ტენდერი “ოცნების” შემწირველებმა ვერ გაიყვეს

4 days ago 3

კასპის მერიის ტენდერი “ქართული ოცნების” შემწირველებმა ვერ გაიყვეს. საუბარია ქვემო გომის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაძენად გამოცხადებულ,  892 110-ლარიან ტენდერზე, რომელში მონაწილე ორივე კომპანია პარტიის შემწირველებს ეკუთვნით. 

  • შპს “ჩაგელა”, რომლის მფლობელსაც “ოცნებისთვის” 20 000 ლარი აქვს შეწირული.
  • შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1, რომლის მფლობელებსაც “ოცნებისთვის”  145 000 ლარი ლარი აქვს შეწირული. 

კასპის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულად ნუგზარ და ნუკრი აბალაკების კომპანია “სამშენებლო სამმართველო N1” გამოცხადდა, რომელსაც 2014 წლიდან დღემდე კასპის მერიის 19 ტენდერი აქვს მოგებული. 

მას შემდეგ, რაც ბაზარზე “ჩაგელა” გამოჩნდა” ტენდერების დიდ ნაწილში, სადაც კონკურენტი ეს ორი კომპანია იყო, ძირითადად ყოველთვის “ჩაგელა” იმარჯვებდა. “ჩაგელამ” მხოლოდ ორ წელში, 2023-2025 წლებში, კასპის მერიის 12 ტენდერი მოიგო. 

სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შედგენილი ის საჩივარი, რომელიც “ჩაგელამ” კასპის მერიის წინააღმდეგ შეყიდვების სააგენტოს წარუდგინა. 

როგორც “ჩაგელამ” საჩივარში მიუთითა, აქამდე მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ახერხებდნენ კასპის მერიის ტენდერების მოგებას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კასპის მერიამ მათ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში თავად შემსყიდველი ორგანიზაციები, მათ შორის შპს “ჩაგელა” და სხვა მსხვილი კომპანიები, წარმატებით მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ ტენდერებში, როგორც კასპის ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, ანალოგიური, სტრუქტურით და დეტალიზაციით შედგენილი გეგმა-გრაფიკებით“, – წერს “ჩაგელას” წარმომადგენელი შესყიდვების სააგენტოს.

“ჩაგელამ” საჩივარში აღნიშნა, რომ კასპის მერიის სატენდერო კომისიამ დაარღვია თანასწორი მოპყრობის, კანონიერი ნდობისა და მოთხოვნის არაორაზროვნების პრინციპები. 

ამ დარღვევებზე საკუთარ საჩივარში კიდევ ერთმა კომპანიამ მიუთითა. შპს “ელიტ ბილდერს გრუპი”, რომელიც ამ ტენდერის მიმდეინარეობას აკვირდებოდა, წერს, რომ კასპის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას ხარვეზების მიუხედავად, დისკვალიფიკაცია არ მიანიჭა. 

[გამარჯვებული] კომპანიის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციით დარღვეულია სატენდერო დოკუმენტაციის წესები. აღნიშნული დარღვევის გამო სატენდერო კომისიას უნდა მოეხდინა პრეტენდენტის შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″-ის დისკვალიფიკაცია, ვინაიდან მის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს“, – წერს “ელიტ ბილდერს გრუპი” საკუთარ საჩივარში. 

ტენდერის მიმდინარეობისას, კომისიას, რომლის მუშაობის შესახებაც ორი საჩივარი მომზადდა, კასპის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სრულად წაკითხვა