კანაბისი გენებზე ზემოქმედებს – ახალი კვლევა ადასტურებს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს!

1 week ago 6

ახალი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ჟურნალში Nature Molecular Psychiatry გამოქვეყნდა, გვიჩვენებს, რომ კანაბისის მოხმარება ცვლის ადამიანის ეპიგენეტიკას — ანუ იმ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ „იყენებს“ ორგანიზმი თქვენს გენებს.

ეს არ ნიშნავს გენების კოდის პირდაპირ შეცვლას, მაგრამ ნიშნავს ცვლილებებს იმაში, როგორ იკითხება ეს კოდი — ანუ რეალურად როგორ მუშაობს ჩვენი სხეული, ტვინი და იმუნური სისტემა.

კვლევის შედეგები შოკისმომგვრელია:

• 1000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი დაკვირვების ქვეშ იყო 20 წლის განმავლობაში (18-30 წლიდან მოყოლებული).

• მათ ანალიზებში დაფიქსირდა 201 ეპიგენეტიკური მარკერი, რომელიც დაკავშირებულია კანაბისის მოხმარებასთან.

• აღმოჩნდა 198 განსხვავებული მეთილაციის რეგიონი (DMRs) — ანუ გენების „ჩართვა-გამორთვის“ მექანიზმები იცვლება კანაბისის ზემოქმედებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია:

• მარკერი cg05575921 (გენ AHRR-ში) — რომელიც იგივეა რაც თამბაქოს მომხმარებლებში.

• ეს მიანიშნებს, რომ კანაბისი და თამბაქო შესაძლოა ერთნაირად ზიანს აყენებს ორგანიზმს.

რისკები, რაც შესაძლოა ამ ცვლილებებს ახლდეს თან:

  • შიზოფრენია და სხვა ფსიქიური აშლილობები
  • ჰორმონალური სიგნალიზაციის დარღვევა
  • ინფექციებისადმი მგრძნობელობა
  • უჯრედული პროლიფერაციის (გაყოფის) დარღვევა
  • დამოკიდებულების გაჩენის გენეტიკური მექანიზმების გააქტიურება

მნიშვნელოვანია!

ეს კვლევა არ ამტკიცებს პირდაპირ, რომ კანაბისი აუცილებლად იწვევს ამ დაავადებებს — მაგრამ აშკარად აჩვენებს მექანიკურ კავშირს ორგანიზმში ცვლილებებსა და კანაბისის მოხმარებას შორის.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები სხვადასხვა ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებში.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„არ შეიძლება მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რომ რაღაც ბუნებრივია და მოდაშია — კანაბისი მოქმედებს გენებზე. ეს უკვე ეხება არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ მომავალი თაობის ჯანმრთელობასაც!“

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – ჯანმრთელობის რჩევები და ბუნებრივი მიდგომები: www.sheniekimi.ge

წყარო:

Nannini DR, Zheng Y, Joyce BT, et al. Genome-wide DNA methylation association study of recent and cumulative marijuana use in middle aged adults. Nature Molecular Psychiatry, 2023;28:2572–2582.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, WHO-ს მიგრაციისა და ჯანმრთელობის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში — როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

სრულად წაკითხვა