კამერის დაზიანების ბრალდებით 23 და 26 წლის ბიჭები 3–3 წლით გაუშვეს ციხეში

2 months ago 13

2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ მიღო.

ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, თუმცა მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.

მუმლაძეს და ხუტაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა