მადრიდის "რეალს" მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს - სამეფო კლუბს 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ედუარდო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, რადგან მყესები გაიწყვიტა.
ტრავმასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ კამავინგას მინიმუმ სამი თვიანი რეაბილიტაცია მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.
მიმდინარე სეზონში კამავინგამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის თამაშში.