კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს ემშვიდობება – წინ ბრაზილიის ნაკრებია.
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს ტოვებს. ის მადრიდულ გრანდს მოედანზე ბოლოჯერ "სოსიედადის" წინააღმდეგ გაუძღვება.
იტალიელი სპეციალისტი მალე ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, "რეალში" კი მას ჩაბი ალონსო შეცვლის, რომელმაც ლევერკუზენის "ბაიერი" 2.5 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ტოვებს.
ანჩელოტი "რეალს" 2013-2015 და 2021 წლიდან წვრთნიდა. ამ პერიოდში მან გუნდს 15 ტიტული მოაგებინა და გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი სტატუსის მფლობელი.
ანჩელოტი გულშემატკივრებს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა:
"დღეს ჩვენ ისევ უნდა დავშორდეთ... მაგრამ ჩემი კავშირი რეალთან მარადიულია. ჰალა მადრიდ!"