საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის საპლეიოფო შეხვედრებს სომხეთის წინააღმდეგ გამართავს, პირველი მატჩი კი ხვალ უნდა გაიმართოს.
მატჩამდე მედიაში ერთ-ერთი სომეხი ფეხბურთელის, გეორგი არუთინიანის კომენტარი ვრცელდება, რომელიც საქართველოსთან თამაშს დიდი შემართებით ხვდება.
საქართველო ჩვენი მეზობელია და შეიძლება ითქვას, რომ მათთან კავკასიური დერბი გვექნება, რომლის ორივე თამაშის მოგებაც ძალიან მინდა!
- თქვა არუთინიანმა.
სომხეთისა და საქართველოს პირველი თამაში 20 მარტს, ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართება.