იცის, თუ არა, მოსამართლემ, რა არის უკანონო გადაწყვეტილება და ვისგან “ვერ მიიღებს შენიშვნას”

1 week ago 4

სიტყვიერი დაპირისპირება ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პოლიტიკური პატიმრის სასამართლო პროცესზე – მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოუწოდებდა, პასუხისმგებლობა გაეცნობიერებია და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

ადვოკატი: 

შიშზე არ მქონდა, უფრო მქონდა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე აქცენტზე. შიში რა შუაშია

მოსამართლე: 

ანუ პასუხისმგებლობა არ მაქვს გაცნობიერებული, ასე გგონიათ? 

ადვოკატი: 

მინდა, რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნათ, თუ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბრალდებულებს და აუდიტორიას მაინც შეხედოთ თვალებში. თუ გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც, ჩემი აზრით, აპირებთ, ჩახედეთ თვალებში ჯავახიშვილს მიმინოშვილის, გორდაძეს, ყველას, ბავშვებს და უთხარით, რომ მე გულწრფელად მჯერა, რომ თქვენ გაიქცევით-თქო. ეს დისკომფორტი მაინც რომ იგრძნოთ, თორემ შიში რა შუაშია?

მოსამართლე: 

ანუ, მე მაგას მითითებთ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო შოთა, შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები. გაძლევთ შენიშვნას, დისკომფორტს რაც შეეხება – თვალებში ჩახედეთ და დისკომფორტი იგრძენით, ეს მითითებები მოსამართლეს არ უნდა მისცე. თუ სურვილია ეს ყველაფერი – კარგია, იმედია მითითებები არ არის. 

ადვოკატი: 

თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თვალებში უნდა მიყუროთ და გვიყუროთ ყველას. თქვენ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოთ და არც შემოგვხედოთ? 

მოსამართლე: 

რას ნიშნავს უკანონო გადაწყვეტილების მიღება?

ადვოკატი: 

თუ არ იცით რას ნიშნავს, მაშინ რაზე მაძლევთ შენიშვნას?

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

სრულად წაკითხვა