იცით, რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი?

ტექსტის ზომა 100%
იცით, რატომ იკურთხება ფერიცვალებაზე ხილი?
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

1fer19 აგვისტო ფერიცვალების დღესასწაულია. ამ დღეს ტაძრებში ხილი იკურთხება. იცით რატომ აკურთხებენ ამ დღესასწაულზე ხილს?

როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს – როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. ძველად ადამიანები მიწაზე შრომის შედეგად მიღებული ნაყოფის ნაწილს მადლობის ნიშნად უფალს სწირავდნენ.უძველეს დროში ეკლესიას სწირავდნენ არამარტო ხილს, არამედ ხორბალს, ყურძენს, ზეთს… 

ამჟამად ფერისცვალების დღესასწაულზე 19 აგვისტოს მრევლს ტაძარში ხილი მიაქვს, რომელიც იკურთხება. ზოგი ხილს ეკლესიას სწირავს, ზოგს ისევ სახლში მიაქვს.

მრევლში ხშირია ჩნდება კითხვა, თუკი ფერიცვალებაზე ახალი ხილი იკურთხება, შეიძლება თუ არა მისი მირთმევა ფერიცვალების დღესასწაულამდე. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ახალი ხილის მიღება აუცილებელია, მაგრამ თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, კურთხევა მოძღვრისგან უნდა აიღოს.

ხილის კურთხევისას წარმოთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი. მადლობა გადავუხადოთ  უფალს იმისათვის, რაც მოგვეცა, რაც გვაქვს და რაც მომავალში მოგვეცემა.

ფერისცვალების დღესასწაული მარიამობის მარხვაშია. ამ დღეს მომარხულეებისთვის თევზით ხსნილია.

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS