დღეს, პარიზში, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დაძაბული საღამო გველოდება — ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში პსჟ საკუთარ მოედანზე ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. დაპირისპირება გაიმართება „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე და ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, ვინ გავა ფინალში.
ორივე გუნდის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები უკვე გაავრცელეს პოპულარულმა სტატისტიკურმა პორტალებმა Sofascore-მა და WhoScored-მა. აღსანიშნავია, რომ ორივე წყარო ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის დამატებით ინტერესს ქმნის.
Sofascore-ის სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
არსენალი: რაია, ვაითი, სალიბა, კივიორი, ლევის-კელი, ოდეგორი, პარტეი, რაისი, საკა, ტრსოარი, მარტინელი.
WhoScored-ის სავარაუდო შემადგენობები:
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
არსენალი: რაია, ვაითი, სალიბა, კივიორი, ლევის-კელი, ოდეგორი, პარტეი, რაისი, საკა, მერინო, მარტინელი.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პარიზულმა კლუბმა სტუმრად 1:0 მოიგო, გოლის ავტორი კი უსმან დემბელე იყო, რომელმაც სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით მოახერხა თავის გამოჩენა. ამ ასისტით ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში.