ახალ სეზონის დაწყებამდე რუი ბორხესმა ექვსი ახალი მოთამაშე დაიმატა – მეკარე ჟოაო ვირჯინია, მცველები ვაგიანიდისი და რიკარდო მანგასი, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, გარემარბი ალისონ სანტოსი და თავდამსხმელი ლუის სუარესი.
მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ ვაგიანიდისსა და მანგასს არ უთამაშიათ. სუარესმა და ქოჩორაშვილმა კი პორტუგალიის სუპერთასზე ითამაშეს – ქართველმა ნახევარმცველმა მორიტა შეცვალა.
„კასა პიასთან“ პირველი ტურის მატჩში მათგან თითქმის ყველას შეუძლია ითამაშოს, უპირველეს ყოვლისა კი ქოჩორაშვილსა და სუარესს დიდი შანსი აქვთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
- წერს გამოცემა.