"ისტორიის ხელახლა დაწერისთვის მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი მოტივირებულია

3 days ago 7

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენთან შეხვედრას სრული მზადყოფნით ხვდება. ქართველი მებრძოლი ვარჯიშის საბოლოო ეტაპის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებსა და გუნდს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს სპარინგ-პარტნიორებსა და მწვრთნელებს, ყველას, ვინც ამ გზაზე დამიდგა გვერდით. 5 ოქტომბერს დროა, ისევ დავწერო ისტორია“, – ამბობს დვალიშვილი.

34 წლის ქართველი ლას-ვეგასში ამერიკელ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ უკვე 13 გამარჯვება აქვს და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა შონ ო’მალის დამარცხებით 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა. მას შემდეგ მან ქამარი ორჯერ წარმატებით დაიცვა.

თუ დვალიშვილი სენდჰეგენს დაამარცხებს, ის ალჯამეინ სტერლინგის რეკორდს გაუთანაბრდება, რომელმაც 61 კგ წონაში ტიტული სამჯერ შეინარჩუნა.

სრულად წაკითხვა