WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

ირაკლი კობახიძე, ეგებ ერთ კითხვას საჯაროდ უპასუხოთ: ვინ დაგარწმუნათ, რომ თქვენი შეფასება “გეორგიევსკის ტრაქტატზე” შეიძლება საზოგადოებისთვის საინტერესო და კომპეტენტური იყოს?

როდის დაადასტურეთ, რომ საქართველოს ისტორიის ყველაზე კომპეტენტური მცოდნე და შემფასებელი შეიძლება იყოთ, ან თქვენი ცხოვრების რომელ ეტაპზე დაამტკიცეთ რომ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის გიბრძოლიათ?

ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ ითვლება.

ისეთ წყალში არ უნდა მოინდომო ცურვა, სადაც უპირობოდ დაიხრჩობი!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.