ისევ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

1 month ago 3

რუსეთის ჯარებმა დღეს, 27 ივნისს მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არის მსხვერპლი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰიი ლისაკის ტელეგრამ არხზე დღის ორის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ სამარში დაიღუპა 3 და დაიჭრა 14 ადამიანი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ამ რეგიონს რაკეტებით დაარტყეს 24 ივნისსაც. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ სამარში - 2. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

დაინგრა და დაზიანდა სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.

სრულად წაკითხვა