"ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, პატივისცემას იმსახურებს" - მესი რონალდუზე

2 months ago 16

ლიონელ მესიმ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუსთან პაექრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-15 წლით ასეთი დუელის შედგენა პატივისცემას იმსახურებს.

ეს წლები ყველასთვის კარგი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ამბობენ, რომ აქ მოხვედრა ადვილია, თუმცა ადგილის შენარჩუნებაა რთული, რაც ჩვენ 10-15 წლის განმავლობაში გავაკეთეთ.


ჩვენ ერთმანეთს საწვავს ვაძლევდით, რადგან ორივე კონკურენტუნარიანები ვართ. კრიშტიანუს სურდა, რომ ყველაფერი მოეგო. იმისთვის, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდით, პატივისცემას ვიმსახურებთ. ეს ბრძოლა ყველას მოგონებაში დარჩება.

- თქვა მესიმ.

სრულად წაკითხვა