საბა გოგლიჩიძე, რომელიც ემპოლიდან უდინეზეში გადავიდა და სერია A-ში თამაშის კარგი გამოცდილება დააგროვა, ახლა უდინეზეს მწვრთნელი ამბობს, რომ ქართველს ბევრ სათამაშო დროს ვერ მისცემს:
"ახალი მოთამაშეების უმეტესობა ჯერ კიდევ ადაპტაციის ეტაპს გადის და ეს ბუნებრივია. ჩვენ დარწმუნებული ვართ გოგლიჩიძის ნიჭიერებასა და პოტენციალში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც 2004 წელს არის დაბადებული."
"მან სრული სეზონი ჩაატარა ემპოლიში, რომელიც სერია B-ში დაქვეითდა. იქ გოგლიჩიძე სხვანაირად თამაშობდა. ჩვენ მას ბევრ ვიდეოს ვაჩვენებთ, ვესაუბრებით და ვუხსნით, რა გვსურს მისგან. ჩვენ მას ზრდისთვის დროს ვაძლევთ."
"შესაძლოა, გოგლიჩიძემ თავიდანვე არ ითამაშოს იმ სიხშირით, როგორც გვსურდა და ვვარაუდობდით, მაგრამ შანსი ნამდვილად მიეცემა. გამორიცხულია, რომ მან თამაში არ გააუმჯობესოს", - თქვა უდინეზეს მწვრთნელმა.